ჩვენი სერვისები

ჩვენ შესახებ

ქართულ-ლატვიური საერთაშორისო გადამზიდავი კომპანია  „Carry“ დაარსდა 2016 წელს,  დარგში მრავალწლიანი გამოცდილი პროფესიონალების მიერ. კომპანიის სათაო ოფისი მდებარეობს საქართველოში,  კერძოდ თბილისში.

„Carry“ -ის ჯგუფი დაკომპლექტებულია პროფესიონალებით, რომლებიც ხელს შეუწყობენ თქვენი ბიზნესის წარმატებას და განვითარებას. კომპანია  „Carry“ გთავაზობთ სატრასპორტო  მომსახურების  სრულ სერვისს, როგორიც არის სავაჭრო-საექპედიტორო მომსახურება, საერთაშორისო საზღვაო, საავტომობილო, სარკინიგზო, საავიაციო გადაზიდვები. ჩვენი დახმარებით ოფისიდან გაუსვლელად თქვენ შეძლებთ განახორციელოთ  თქვენთვის  სასურველი ნებისმიერი  საქონლის იმპორტ-ექსპორტი.

გამომდინარე იქედან, რომ ყველა ბიზნესს  აქვს განსხვავებული მიზანი და მოთხოვნები, ჩვენი საქმიანობა მორგებულია თქვენი ბიზნესის საჭიროებაზე.

კომპანია „Carry“ ორიენტირებულია გრძელვადიან  თანამშრომლობაზე. ჩვენი პარტნიორები სარგებლობენ განსაკუთრებული ტარიფებით. ძლიერი და დიდი ხნის ბიზნეს ურთიერთობის წარმოება პრიორიტეტია ჩვენი კომპანიისთვის. ჩვენ ვუფრთხილდებით ყველა ჩვენი პარტნიორის  შეხედულებას და ვთავაზობთ მათ ინდვიდუალურ საჭიროებებზე მორგებულ სერვისს.

„Carry“არის სწრაფად მზარდი კომპანია. დიდი ხნის გამოცდილი პარტნიორები მთელი მსოფლიოს მასშტაბით კი გვაძლევს საშუალებას შევთავაზოთ დამკვეთს მაღალი ხარისხის  სერვისი და მომსახურება.

კომპანიის  პასუხისმგებლობა დაზღვეულია საქართველოს წამყვან სადაზღვეო კომპანიაში, რაც თქვენი ტვირთის უსაფრთხოების მთავარი გარანტია.

ჩვენი მიზანია მაქსმიმალური წარმატების მომტანი საქმიანი ურთიერთობის დამყარება მომხმარებელთან.

იხილეთ სრულად